ლობიო გარეცხეთ და დადგით მოსახარშად. ადუღების შემდეგ წყალი გამოუცვალეთ. ამის შემდეგ დაასხით ცივი წყალი და ორი საშუალო თავი, მსხვილად დაჭრილი ხახვი ჩაყარეთ, ასევე დაფნა და ზეთი. თუ ნიორი გიყვართ, შეგიძლაით 5 კბილი დაამატოთ. ლობიოს მოხარშვის შემდეგ, ეს ყველაფერი ერთად მოზილეთ და შეანელეთ ცოცხალი ქინძით, მარილითა და სუნელებით. ამ შემთხვევაში სუნელებში გამოყენებულია გამხმარი პიტნა, ქონდარი, ყვითელ ყვავილი, ცოტა ქინძი და დაფქული მწარე წიწაკა.