რბილ მარგარინს დააყარეთ ფქვილი, გააფხვიერეთ, დაამატეთ სოდა, მწიკვი მარილი, ვანილი, ლიმონის წვენი, შაქარი და კარგად მოურიეთ. შემდეგ დაასხით წყალი და ზეთი. ბოლოს მოაყარეთ კიდევ 250 გრ. ფქვილი. მოზილეთ ცომი, რომელსაც შემდეგ მოათავსებთ მაცივარში 20 წუთის განმავლობაში. გაცივებული ცომისგან გააკეთეთ პატარა ბურთები და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე. ცივ ორცხობილებს წაუსვით ჯემი და შეატყუპეთ მეორე ორცხობილასთან. 1 დიდი ჭარხალი გახეხეთ და გაწურეთ წვენი, ასევე ცალკე გახეხეთ და წვენი გამოწურეთ 2 დიდ სტაფილოს. შეტყუპებული ატმები ამოავლეთ ჯერ ჭარხალში ნახევრად, შემდეგ მთლიანად სტაფილოში ან პირიქით, ბოლოს კი შაქარში. უგემრიელესი და ულამაზესი ორცხობილები გამოდის. გემრიელად მიირთვით.