ფქვილი და ცივი მარგარინი კარგად გააფხვიერეთ, დაუმატეთ მაიონეზი. ცომი კარგად დაამუშავეთ, უნდა მიიღოთ ელასტიური მასა, მაცივარში დააყოვნეთ, დაახლოებით 2 საათით. მოამზადეთ შიგთავსი: მოცემულ ინგრედიენტები კარგად გააფხვიერეთ, ცომი გაყავით 2 ნაწილად, გააბრტყელეთ, გადაანაწილეთ შიგთავსი და გადაახვიეთ რულეტივით. დაჭერით სასურველ ზომაზე. სოდას არ უმატებთ. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, დაახლოებით 30-35 წუთით და უგემრიელესი ხრაშუნა ქადებიც მზადაა.