გათქვიფეთ კვერცხის გული მარილთან, ვანილთან და შაქართან ერთად, კარგად შეურიეთ რბილი კარაქი, სოდა- ძმარი და შეაზილეთ ფქვილი, გაახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში და შედეთ მაცივარში, 1 საათით. შემდეგ გააბრტყელეთ, ამოჭერით ჭიქით და ჩააკარით ფორმებში, დაჩხვლიტეთ ჩანგლით. ფორმას ცხიმი არ უნდა, მარტივად გადმოიტანთ. გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, 180 გრადუსზე, ზედა-ქვედა წვით. 15-20 წუთი დაგჭირდებათ. ცილა ჩაასხით ცეცხლგამძლე თასში, დაამატეთ მარილი, შაქარი და დადგით ორთქლზე (თასი არ უნდა ეხებოდეს წყალს). თქვიფეთ 7-10 წუთით, სანამ შაქარი არ გალღვება და მიიღებთ მყარ ბეზეს, დაამატეთ ლიმონმჟავა, შემდეგ გადმოდგით და ისევ თქვიფეთ, დაახლოებით 7-10 წუთით, ბეზეს შეციებამდე უნდა იყოს მყარი. ტარტალეტკებზე გადაანაწილეთ სასურველი ჯემი, სასურველია მომჟაო იყოს. მოასკუპეთ ბეზე და გემრიელად მიირთით.