ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაუმატეთ გამდნარი კარაქი, შემდეგ არაჟანს დამატებული სოდა, ბოლოს ფქვილი. მასა განკუთვნილია ღუმელის სტანდარტული საცხობი ფორმისთვის. გაყავით 5 ტოლ ნაწილად, გააბრტყელეთ და გამოაცხვეთ, მალე ცხვება და მუდამ აკონტროლეთ. შიგთავსის მოსამზადებლად, ვაშლი გახეხეთ, მოასხით ლიმონის წვენი, მოათავსეთ ქვაბში, დააყარეთ შაქარი და მოშუშეთ ნელ ცეცხლზე, შაქრის სრულ გადნობამდე, ბოლოს კი დარიჩინი. არაჟნის კრემის მოსამზადებლად საწურზე დააფინეთ ოთხად გადაკეცლი მარლა, მოათავსეთ მასზე არაჟანი, შეფუთეთ და მაცივარში მოათავსეთ 7 საათის განმავლობაში, შემდეგ დაუმატეთ შაქრის პუდრი, ვანილი და ათქვიფეთ. ფირფიტებზე გადაანაწილეთ ვაშლის მასა და კრემი მონაცვლეობით, ბოლოს კი მინანქარი მოასხით. მინანქრისთვის მოცემული ინგრედიენტები წამოადუღეთ, ბოლოს დაუმატეთ ზეთი და მოასხით ნამცხვარს.