კარტოფილის სუპ-პიურე ბეკონით - ცივი დღეების გასათბობად
კარტოფილის სუპ-პიურე ბეკონით - ცივი დღეების გასათბობად
დრო 30წთ
ულუფა 12
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 3 ს.კ
  • ბეკონი - 6 ფირფიტა
  • ხახვი - 1
  • რძე - 200 მლ
  • სტაფილო - 2-3
  • ბულიონი ან წყალი - 2 ლ
  • კარტოფილი - 6 ცალი
  • ნაღები 20%-იანი - 125 გ
  • ნიახურის ღერო - 3 ცალი
  • ყველი - 100 გ
  • ოხრახუში
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
დაჭრილი ბეკონი შევწვათ, გადავიტანოთ თეფშზე.
იმავე ქვაბში, ბეკონის დარჩენილ ცხიმში მოვშუშოთ დაჭრილი სტაფილო, ნიახური და ხახვი. დავამატოთ წვრილ კუბებად დაჭრილი კარტოფილი, მარილი, პილპილი, დავასხათ ბულიონი. ვადუღოთ დაახლოებით 10 წუთი.
რძეში გავხსნათ ფქვილი და ჩავასხათ სუპში. ვადუღოთ კიდევ 5 წუთი.
შემდეგ სუპის 2/3 გადმოვიღოთ ბლენდერში და ავთქვიფოთ, ჩავაბრუნოთ ისევ ქვაბში, დავასხათ ნაღები და დავამატოტ ოხრახუში.

ეფშებზე გადმოღებისას მოვაყაროთ გახეხილი ყველი და შემწვარი ბეკონი
ტეგები:
კარტოფილი ბეკონი ნაღები ნანახია: 13851