პირველ რიგში მოზილეთ ცომი: რბილი მარგარინი და ფქვილი გააფხვიერეთ, დაამატეთ სოდა, მწიკვი მარილი, შაქარი და კარგად აურიეთ. შემდეგ დაასხით წყალი და ზეთი. ცომი გამოდის საკმაოდ მაგარი. შედეთ საყინულეში, 20 წუთის განმავლობაში. გაყავით ცომი სამ ნაწილად. თითოეული ძალიან თხლად გააბრტყელეთ და მოაყარეთ ზედ ქადის გული. 100 გრ.ფქვილში აურიეთ 4ს.კ.შაქარი და დააყარეთ დაქუცმაცებული ხალვა და ამოურიეთ. არ გაგიკვირდეთ, თუ ხალვიანი ქადის გული ოდნავ გამწვანდება მეორე დღეს. ეს ხალვის ბრალია. თერმული დამუშავების გამო, მაგრამ საოცრად გემრიელია. გაბრტყელებულ ცომს დააყარეთ ქადის გული და დაახვიეთ რულეტად. დაჭერით ქადის საჭრელით და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე. შემდეგ კი, ზოგს მოაყარეთ შაქრის პუდრა, ზოგს მოასხით სამარხვო შოკოლადი.