ლობიო წინა დღეს გაასუფთავეთ, გარეცხეთ და დაალბეთ. დილით წყალი გამოუცვალეთ და მოხარშეთ კარგად, წვენი სულ უნდა ჩაიშროს და გაუსქელდეს, მაშინ არის ლობიო მოხარშული. თავიდანვე დაუმატეთ ერთი მთლიანი წიწაკა, დაფნა, ნიორი წვრილად დაჭრილი გემოვნებით და ისე მოხარშეთ. მოდაღეთ ზეთში ხახვი, ოქროსფრად რომ შეიბრაწება დაუმატეთ: ნიახური, ოხრახუში, ქინძი, ქონდარი, რეჰანი, შავი პილპილი, ახალი პიტნა, ახალი ნიორის ფოთლები, მარილი, ლობიოს საკმაზი. სულ ბოლოს მეგრული მწვანე აჯიკა. კარგად ამოურიეთ და გამორთეთ. გამოდის სასწაული. მეგრული მწვანე აჯიკის რეცეპტი იხილეთ აქ...