ხილის წვენს ( შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპოტი) დაუმატეთ 2 სკ კარგად სავსე ჟელატინი, გააჩერეთ ნახევარი საათით. მასა შემოდგით ცეცხლზე, თან მოურიეთ ჟელატინს გალღობამდე (არ უნდა ადუღდეს), შემდეგ ჩაასხით ფორმაში და დადგით მაცივარში, სანამ არ გამყადება მასა. 150გრ რძეში ჩაყარეთ 1სკ კარგად სავსე ჟელატინი, გააჩერეთ 20 წუთით. შემდედგ შემოდგით ცეცხლზე, დაამატეთ არაჟანი და შაქრის პუდრა, მოურიეთ შაქრის გადნომაბდე, ასევე დაუმატეთ გამდნარი ჟელატინი და ცოტა ფერი. მაცივრიდან გამოიღეთ ხილის ჟელე და დაჭერით კუბიკებად. შემდეგ ჩაყარეთ ფორმაში და დაასხით ზედ არაჟნიან მასას. მიღებული მასა მთელი ღამე გააჩერეთ მაცივარში.