პირველ რიგში მოზილეთ რბილი ცომი, ბოლოს ჩაზილეთ ზეთიანი ხელებით. ასე გაიმეორეთ ამოფუვების შემდეგაც. კარგად გარეცხეთ და მოხარშეთ ლობიო. როდესაც მოიხარშება გაწურეთ და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაამატეთ ცხიმი, მარილი, პიტნა და წიწაკა გემოვნებით. მთელი მისი საიდუმლო და გემო სწორედ ამ პიტნაშია. გამოაცხვეთ ღუმელში, 220 გრადუსზე, 10-15 წუთით. შემდეგ ზემოდან მოალაგეთ სასურველ ნაჭრებად დაჭრილი მდნარი ყველი. სასწაულად არომატული და გემრიელი გამოდის.