მეგრული კუჭმაჭი (ჯურჯანი)
მეგრული კუჭმაჭი (ჯურჯანი)
დრო 60წთ
ულუფა 1
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • საქონლის ნაწლავები (ფაშვი) - 3 კგ
  • ხახვი - 6 თავი
  • ნიორი - 6 კბილი
  • ხმელი ქონდარი - 3 ჩ/კ
მომზადების წესები
საქონლის ფაშვი კარგად გავრეცხოთ დავჭრათ წვრილ ნაჭრებად და მოვხარშოთ. ხახვი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. სქელძირა ქვაბში გავადნოთ საქონლის ბადე ქონი და მოვშუშოთ ხახვი, დავამატოთ ფაშვი მოვშუშოთ, დავამატოთ ყვითელი ყვავილი. სანაყში ჩავყაროთ წითელი წიწაკა, მარილი,ნიორი, ქონდარი და ხმელი ქინძი და დავნაყოთ, დანაყილი მასა დავამატოთ ქვაბში და განვაგრძოთ შუშვა. შემდეგ დავამატოთ ერთი კონა წვრილად დაჭრილი ქინძი და ცოტა ბროწეული მოვურიოთ და ვამყოფოთ დაბალ ცეცხლზე მომზადებამდე, გადმოვიღოთ, მოვაყაროთ ნედლი ქინძი და ბროწეული
ავტორი:
გიორგი ადამია
ტეგები:
მკითხველის რეცეპტი ნანახია: 180