რძე გაათბეთ და დაამატეთ შაქარი, მარილი, საფუარი, ერთი კვერცხი, გამდნარი კარაქი. მოზილეთ ნაზი ცომი და აცადეთ ამოსვლა, 40-45 წუთით. დაყავით 8 ცალ ბურთულად, დაამუშავეთ, მოათავსეთ ღუმელის საცხობ ფორმაზე. გადააფარეთ სამზარეულო ცელოფანი, ჩაის ტილო და დააყოვნეთ 30 წუთით. ცხობამდე გადაუსვით კვეცხის გული ცოტა რძით და გამოაცხვეთ 170 გრადუსზე, 35 წუთით. გააცივეთ ბულკები და დაჭერით 8 ნაწილად. კრემის მოსამზადებლად, ათქვიფეთ ნაღები, დაამატეთ შაქრის პუდრა და მასკარპონე, თქვიფეთ ცოტა ხნით. ბოლოს ქოქოსის ფქვილი და გემრიელი კრემიც მზადაა. დაკრემეთ ბულკების ყველა ჭრილი, სათითაოდ. გემრიელად მიირთვით.