თბილ წყალში გახსენით საფუარი, შაქარი და 2 სკ ფქვილი საერთო წონიდან. დაახლოებით ათ წუთში საფუარი გააქტიურდება, დაუმატეთ არაყი, ძმარი. მოზილეთ ცომი. ბოლოს შეაზილეთ ზეთი. დაელოდეთ ცომის ამოსვლას. შემდეგ, გადმოიღეთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე, გააბრტყელეთ და წაუსვით დარბილებული მარგარინის 1/3. გადაკეცეთ კონვერტისებურად და შეინახეთ მაცივარში, 20 წუთით. ასე გაიმეორეთ კიდევ ორჯერ. ბოლო გადაკეცვიდან 2 - 3 საათში შეგიძლიათ გამოიყენოთ. ცომს მიეცით სასურველი ფორმა და შიგნით მოათავსეთ ნებისმიერი გულსართი (ლობიო, კარტოფილი, სოკო..) მოხარშეთ ლობიო, გადაწურეთ, დაჭყლიტეთ, შემდეგ შეაზავეთ ზეთში, ოქროსფრამდე მოშუშული ხახვით, უცხო სუნელით, ხმელი ქინძით, ქონდარით, წითელი წიწაკით, პილპილითა და მარილით.