ქათმის ფილე დაჭერით კუბიკებად. 1 სკ სოიოს სოუსი, ძმარი და ნახევარი ჩკ სიმინდის სახამებელი აურიეთ და დაასხით ქათმის ნაჭრებს, დაამარინადეთ. ქათამი მარინადში დატოვეთ მინიმუმ 10 წუთის განმავლობაში. მდუღარე წყალში გათუთქეთ ბროკოლი, 3 წუთით, შემდეგ გადმოიტანეთ თეფშზე. ცალკე თასში აურიეთ მორჩენილი სოიოს სოუსი, ვორჩესტერი, ღვინო, ბულიონი და სიმინდის სახამებელი. ეს სოუსი ბოლოს მოსასხმელად დაგჭირდებათ. გახურებულ ტაფაზე შეწვით ქათამი, სანამ მოოქროსფრო-მოყავისფრო არ გახდება. დაუმატეთ არაქისი, ნიორი და ჯანჯაფილი. 30 წამის შემდეგ დაუმატეთ ბროკოლი და გამზადებული სოუსი. დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ კიდევ 10-15 წუთი, სანამ არ შესქელდება. გარნირად მოამზადეთ ბრინჯი, უმჯობესია, ბასმატის ჯიშის.