ქვაბში მოათავსეთ შესქელებული რძე, შაქარი და რძე. შაქარი რომ გაიხსნება, დაამატეთ სიმინდის სახამებელი და ყავა, ურიეთ განუწყვეტლივ, ადუღება არ არის საჭირო, 3 წუთში გადმოდგით ცეცხლიდან, გადაიტანთ თასში და გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე. ცალკე ათქვიფეთ კარაქი და დაუმატეთ ს/კ დახმარებით ყავის მასა, ბოლოს კი ვანილი, უგემრიელესი კრემიც მზადაა.