გაასუფთავეთ და კარგად გარეცხეთ თევზი. ცალკე ფიალაში მოამზადეთ საკმაზი: დასრისეთ კარგად რამოდენიმე ფოთოლი დაფნა(ხმელი), დაამატეთ პაპრიკა, დაჭყლეტილი ნიორი, შავი პილპილი, მარილი და 1 მთლიანი ლიმონისგან გამოწურული წვენი. მიღებული საკმაზი წაუსვით შიგნიდან და გარედან კარგად თევზს და გააჩერეთ 2 საათით. 1-2 თავი ხახვი დაჭერით ალყა- ალყა, დაამატეთ ცოტა დაჭრილი ცერეცო, მოასხურეთ ლიმონის წვენი და ჩატენეთ შიგთავსის სახით თევზს, მუცლის ღრუში. გარედან დასერეთ თევზი დანით და ჩააწყვეთ ლიმონის ნაჭრები. შეახვიეთ თევზი სათითაოდ, ფოლგაში და შედგით ღუმელში 200- 220 გრადუსზე, 20 წუთის შემდეგ გახსენით ფოლგა და შეწვით შეწითლებამდე. გარნირად მომზადებულია კარტოფილის პიურე და ბოსტნეულის დამარინადებული სალათი. თქვენ შეგიძლიათ მოამზადოთ გარნირად თქვენეული ვარიანტი.