მოხარშული კვერცხი სურვილისამებრ, შეგიძლიათ ნახევარი კვერცხით მორთოთ და ნახევარი უკვერცხო ორცხობილები გამოაცხოთ. ამმონიაკა გამაფხვიერებელის მსგავსია, შეგიძლიათ მის ნაცვალდ ჩვეულებრივი გამაფხვიერებელი გამოიყენოთ. ორცხობილები მეტად ხრაშუნა გამოდის და დღეების შემდეგაც ინარჩუნებს სტრუქტურას. შეგიძლიათ ფერადი, შეღებილი კვერცხიც გამოიყენოთ. ფქვილი მოათავსეთ თასსში, გაუკეთეთ ღრმული შუაში, ცოტა რძეში გახსენით ამმონიაკა. თუ გამაფხვიერებელს გამოიყენებთ, მაშინ არ არის საჭირო რძეში გახსნა. მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი და მოზილეთ ცომი. გააბრტყელეთ, გამოჭერით სასურველი ფორმა, ნებისმიერი ფორმა შეგიძლიათ გააკეთოთ. კვერცხები წინასწარ მოხარშეთ ძალიან კარგად, 8-9 წუთით მაინც, დაადეთ გამოჭრილ ფორმას, მორჩენილი ცომიდან მოგრძო ზოლები გამოჭერით და ჯვრის ფორმით დაადეთ ზემოდან, როგორც სურათზეა. ცალკე ათქვიფეთ 1 მთლიანი კვერცხი და გადაუსვით ზემოდან, მოაყარეთ ფერადი შაქარი და გამოაცხვეთ გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით.