„მივაგენი საუკეთესო ფორმულას პელმენის ცომისთვის“ – ყველაზე სანდო რეცეპტი პელმენის მოსამზადებლად
„მივაგენი საუკეთესო ფორმულას პელმენის ცომისთვის“ – ყველაზე სანდო რეცეპტი პელმენის მოსამზადებლად
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ბევრი ვცადე თუ ცოტა, ვეძებდი საუკეთესო ფორმულას, პელმენის ცომისთვის. ბოლოს მაინც მივაღწიე საუკეთესო სტრუქტურამდე. იხარშება 5-7 წუთი, არ იხევა, არ იცვლის ფორმას საგანგაშოდ და არ იწეპება. ყველა შიგთავსი პელმენის შიგნით რჩება“ –  Катя Ша, ჩვენი ფეისბუქჯგუფის წევრი. მკითხველების სხვა რეცეპტების სანახავად შემოგვიერთდით ფეისბუქჯგუფში. 

ინგრედიენტები

ინგრედიენტები ცომისთვის
  • ფქვილი - 4 ჭიქა
  • ცივი წყალი - 1 ჭიქა
  • კვერცხი - 2 ცალი
  • მარილი - 1 ჩკ
ინგრედიენტები შიგთავსისთვის
  • ხაჭო 9% - 500 გრ
  • მარილი - 1 სკ
  • კვერცხი - 1 ცალი
მომზადების წესები

გაცერით ფქვილი, დაამატეთ კვერცხი, მარილი და ცივი წყალი. მოზილეთ მკვრივი ცომი, გადაახვიეთ პარკი და შედგით მაცივარში 10 წუთით. 

ხაჭოს დაამატეთ მარილი და კვერცხი, მოურიეთ და შიგთავსიც მზად არის. 

დასვენებული ცომიი გააბრტყელეთ და შეახვიეთ პელმენები. მოხარშეთ ადუღებულ, მარილიან წყალში, 5–7 წუთის განმავლობაში.