ყურძნის სუფლე ყურძნის წვენი წამოადუღეთ და დაუმატეთ სიმინდის სახამებელი და მარილი, 3-4 წუთი წამოადუღეთ დაბალ ცეცხლზე, ურიეთ მუდმივად შესქელებამდე, შემდეგ გადმოიტანეთ სხვა ჭურჭელში და გააგრილეთ. ამოიყვანეთ ცილა და შაქარი, ამოყვანილი მასა ნელ-ნელა გადაურიეთ უკვე გაგრილებულ ყურძნის წვენის მასას და ნაზად გააერთიანეთ. სუფლეს ფორმებს წაუსვით კარაქი და მოაყარეთ შაქარი, ისე რომ თანაბრად გადანაწილდეს ყველგან, დაუმატეთ მოხალული დაკეპილი თხილი და ცილის მასა გაანაწილეთ ფორმებში. გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 170 გრადუსზე, 13-14 წთ. ლურჯი ყველის ნაყინი კვერცხის გული და შაქარი ათქვიფეთ მიქსერში, ხოლო რძე და ყველი გახსენით დაბალ ცეცხლზე ქვაბში, ამოყვანილ კვერცხის გულებიან მასას ნელ-ნელა დაუმატეთ გახსნილი რძე და ყველი , გააერთიანეთ და გააგრილეთ, ამოიყვანეთ ნაღები და ამოყვანილ ნაღებში გადაურიეთ წინასწარ მომზადებული ყველის მასა, გემოვნებით დაუმატეთ მარილი, გადაიტანეთ კონტეინერში და პლასტიკი დააკარით კონტაქტურად( ჰაერი არ უნდა შევიდეს ნაყინში, რადგან გაყინვა მოხდეს სწორად ), შეინახეთ საყინულეში და გაყინეთ დაახლოებით 4-5 საათი ( პერიოდულად გადაურიეთ ერთმანეთს მიქსერით , რადგან თანაბრად გაიყინოს. ყურძნის და ქართული თხილის ქრამბლი ყველა ინგრედიენტი გადაურიეთ ერთმანეთს, მოურიეთ ისე რომ ცომი იყოს ფხვიერი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში.