გარჩეული მზესუმზურა დაყარეთ ტაფაზე და მოხალეთ ნელ ცეცხლზე, მოხალვის შემდეგ გააცივეთ და ჩაყარეთ ბლენდერში, ეტაპობრივად დააბლენდერეთ და დაუმატეთ თაფლი, მასა იქცევა კრემივით. გადაიტანეთ თასში დაბლენდერებული მზესუმზირა და მოადუღეთ სიროფი: ქვაბში მოათავსეთ შაქარი და წყალი, არ მოურიოთ. დუღილს რომ დაიწყებს, დაიწყეთ ცილის ათქვეფა, მარილი დანის წვერით დაუმატეთ ცილას. თუ თერმომეტრი გაქვთ, სიროფის დუღილის ტემპერატურა უნდა იყოს 120 გრადუსი. ამ შემთხვევაში მზადაა, თუ არ გაქვთ, ჯამით დაიდგით წყალი, ჩააწვეთეთ რამოდენიმე წვეთი, თუ დაკრისტალდა – მზადაა. ცხელ სიროფს დაუმატეთ ათქვეფილი ცილა, მასა გაორმაგდება და შემდეგ დაუმატეთ ვანილი. თუ ბეზე გაწყალდა, სიროფს მოდუღება აკლია. ბეზეს კრემს შეურიეთ დაბლენდერებული მზესუმზირა. გადაიტანეთ თასში. სანამ გადაიტანთ, ფორმას ან ქაღალდი ჩაუფინეთ, ან საკონდიტრო პარკი. მაცივარში მოათავსეთ 10 საათის განმავლობაში, მასა გამყარდება. დაჭერით თავისუფლად, სასურველი ზომის ნაჭრებად, უგემრიელესი გამოდის.