ცხვება 2× 5 კვერცხიანი ბისკვიტი, ფორმა 24 დიამეტრი. კვერცხის ცილას დაამატეთ მწიკვი მარილი, ათქვიფეთ გამყარებამდე. შემდეგ ნელ-ნელა დაამატეთ შაქარი, ვანილი, კვერცხის გულები (თითო-თითოდ), თაფლი და ბოლოს დააცერით კაკაო და ფქვილი, მოურიეთ ფრთხილად, სილიკონის კოვზით. გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, 180 გრადუსზე, 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ ტემპერატურა ჩამოიყვანეთ 150 გრადუსამდე, მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით. კრემის მომზადება: გაალღვეთ კარაქი გაზზე, დაამატეთ შაქარი, შესქელებული რძე. კაკაო წამოადუღეთ, როცა მიიღებთ ერთფეროვან მასას, შეაგრილეთ და მოასხით ბისკვიტებს.