კრემ-სუპი მოვხარშოთ ლობიო, როდესაც ლობიო დარბილდება, ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში ჩავახარშოთ დაფნის ფოთოლი, ცოცხალი ქინძის და ოხრახუშის ღეროები. პარალელურად ტაფაზე მოვწვათ წვრილად დაჭრილი ხახვი, პრასი, ნიახურის ღერო და ნიორი. ლობიოდან გადმოვწუროთ ნახარში წყალი და ამოვიღოთ მწვანილები, შევურიოთ მოშუშული მასა, დავამატოთ კარაქი და დავაბლენდეროთ, ნელ-ნელა ვამატოთ ლობიოს ნახარში წყალი, რათა მივიღოთ კრემ-სუპის მასა, ასევე გემოვნებით დავამატოთ მარილი, მშრალი ქინძი, ქონდარი და წითელი წიწაკა. ბროწეულის რედუქცია ბროწეულის წვენში გავურიოთ სიმინდის სახამებელი, ჩავყაროთ მიხაკ-დარიჩინი. იმისათვის, რომ მასა უფრო მჟავე იყოს, ვამატებთ ლიმონმჟავას, მოვურევთ და ვდგამთ დაბალ ცეცხლზე, სანამ არ მივიღებთ შესქელებულ რედუქციას. სიმინდის ფქვილის ორცხობილა მოვზილოთ საშუალო სისქის ცომი, გავაბრტყელოთ საცხობ ფორმაზე ძალიან თხლად და მივცეთ სასურველი ფორმა (შესაძლოა გამოვიყენოთ რკინის მრგვალი ფორმები), მოვაყაროთ მარილი. გავაცხელოთ ღუმელი 200 გრადუსზე და მოვათავსოთ ორცხობილები 15-17 წუთით, სანამ არ იქნება ოქროსფერი. სალსა დაფაზე წვრილად დავკეპოთ წიწმატი, ქინძი, წითელი, წიწაკა, დაფაზევე დავამატოთ მარილი, ზეთი და წითელი წიწაკა, სიმჟავისთვის დავამატოთ ბროწეულის რედუქცია გემოვნებით. რაჭული ლორის ჩიფსი დავჭრათ ლორი წვრილ ნაჭრებად და მოვათავსოთ ტაფაზე საშუალო ცეცხლზე, სანამ ლორი არ მიიღებს ჩიფსის ფორმას. გადმოვიღოთ ჩიფსები კალკაზე და გამოვაშროთ.