ბრინჯი ბასმათი მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ დაახლოებით 500-600 მლ წყალი. ამ ქვაბშივე უნდა დავამატოთ ზეთი, მარილი და დანარჩენი სუნელები და მოვხარშოთ. პარალელურად დიდ ტაფაზე დავიწყოთ დაჭრილი ბოსტნეულის მოხრაკვა. როდესაც ბრინჯი მოიხარშება, ოდნავ შევაგრილოთ და გადავურიოთ მოხრაკულ ბოსტნეულს. ცალკე მოვამზადოთ სოუსი: მწვანე ხახვის თეთრი ნაწილი მოვწალოთ, მწვანე კი ცოცხალი დავტოვოთ. წვრილად დავჭრათ ბანანი, ვაშლი, ლიმონის ფრეში, წითელი დაღერღილი წიწაკა და კარგად დავაბლენდეროთ