ღანძილი გავარჩიე, გავრეცხე, დავასხი წყალი და მოვხარშე. შემდეგ მოხარშული ღანძილი გადმოვიღე საწურზე, გადავავლე ცივი წყალი და დავაცადე სრულად გაციება და დაწურვა. შევანელე ჩემი გემოვნებით - ზეთით, ძმრით, ხახვით და მარილით. შეგიძლიათ მწვანილიც დაუმატოთ.