1. ქიშმიშს დავასხათ მდუღარე წყალი ისე, რომ დაიფაროს. გავაჩეროთ 10 წთ, გადავუწუროთ წყალი და კარგად გავამშრალოთ სამზარეულოს ხელსახოცზე. 2. პასკის ესენციისთვის ყველა ინგრედიენტი შევურიოთ ერთმანეთს. 3. საფუარიანი მასისთვის რძე, შაქარი და საფუარი გადავურიოთ ერთმანეთში და დავაყოვნოთ 10-15 წთ. საფუარი უნდა გააქტიურდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამოფუშფუშდება და გაიკეთებს თავს, ისე როგორც ვიდეოშია ნაჩვენები. 4. სანამ საფუარი გააქტიურდება, ამოვიყვანოთ კვერცხისა და შაქრის მასა ისე, რომ კარგად გათეთრდეს 5. 350 გ გაცრილ ფქვილს დავუმატოთ მწიკვი მარილი, ამოყვანილი კვერცხისა და შაქრის მასა, 40გ - გამდნარი კარაქი (ოთახის ტემპერატურის), დაყენებული ესენცია და ბოლოს ამოსული, გააქტიურებული საფუარი. მოვზილოთ ცომი. ცომი როგორც კი შეიკვრება, გადმოვიტანოთ სამუშაო დაფაზე, მოვაყაროთ ძალიან ცოტა ფქვილი და კარგად დავამუშაოთ 7- 10 წუთის განმავლობაში. რომ მივა ისეთ კონდიციამდე, რომ აღარ მიეწებება არც ხელს და არც სამუშაო დაფას, გადაგვაქვს ცხიმმოსმულ ჯამში, ვაკრავთ სამზარეულოს პლასტიკს და ვაყოვნებთ თბილ ადგილას, დაახლოებით 2-3 სთ (ცომი უნდა გაორმაგდეს). ამოსულ ცომს ვყოფთ სასურველი რაოდენობის გუნდებად და გუნდებს ვაყოვნებთ 10წთ ოთახის ტემპერატურაზე, ზემოდან ვაფარებთ პლასტიკს. 10 წუთის შემდეგ ვაბრტყელებთ თითო გუნდას ოთხკუთხედად, 3-4 მმ სისქეზე, ვუსვამთ ოთახის ტემპერატურის რბილ კარაქს, ვაყრით ქიშმიშს, ვახვევთ რულეტივით, რულლეტებსაც ვაყოვნებთ 10 წთ და შემდეგ - ვჭრით და ვაძლევთ ისეთ ფორმას, როგორიც ვიდეოშია ნაჩვენები. გამომივიდა 2 ცალი 350 გრამიანი გუნდა, რომელიც მოვათავსე 350 გრამიან ქაღალდის ფორმაში. დავაფარე თავზე და დავაყოვნე დაახლოებით 1-სთ - თბილ ადგილას (ცომმა უნსა მოიმატოს ზომაში). ვაცხობთ ქვედა წვაზე - ჯერ 200 გრადუსზე 10 წუთით და შემდეგ 180 გრადუსზე - გამოცხობამდე. (დაახლოებით 30-40 წუთით.) გემრიელად მიირთვით!