ღორის ნეკნები ჩაშუშული კომბოსტოთი
ღორის ნეკნები ჩაშუშული კომბოსტოთი
დრო 40წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • სტაფილო - 1 ცალი
  • ხახვი - 1-2 თავი
  • კომბოსტო - 1 პატარა თავი
  • ღორის ნეკნები - 1 კგ
  • ოხრახუში
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
ნეკნები უკუფებად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. შევწვათ ტაფაზე ორივე მხრიდან.

ხახვი და მწვანილი დავჭრათ, სტაფილო გავხეხოთ. 
შემწვარი ნეკნები თეფშზე გადავიღოთ, იმავე ტაფაში კი ხახვი და სტაფილო მოვშუშოთ. შემდეგ დაჭრილი კომბოსტო დავამატოთ. სულ ცოტა წყალი დავამატოთ და შუშვა გავაგრძელოთ. ნახევრად რომ მომზადდება, მწვანილის ნაწილი, მარილი და პილპილი დავამატოთ, ამოვურიოთ, ზემოდან ნეკნები დავალაგოთ , თავზე დავახუროთ და კიდევ 15-20 წუთი ვშუშოთ.

კერძი რომ მომზადდება, დავამატოთ დარჩენილი მწვანილიც.
ტეგები:
ხორცი ღორის ხორცი კომბოსტო ნანახია: 9097