სუფთა ღანძილი გადაარჩიეთ, გარეცხეთ და ადუღებულ წყალში მოათავსეთ. თავდახურულ ქვაბში მოხარშეთ, თუმცა ისეთი არომატი აუვა, რომ ყველა იგრძნობს. როგორც კი ადუღდება მალევე ამოიღეთ ცივ წყალში და შემდეგ საწურზე გადაიტანეთ, როდესაც დაიწურება ხელით გუნდა–გუნდად კარგად გაწურეთ. კახური ზეთი მოასხით, მარილი და ქინძი. განსაკუთრებით უხდება მჭადებს. გემრიელად მიირთვით.