ლიმონისა და ფორთოხალის კანი გათალეთ თხლად, თეთრი ნაწილი არ შეაყოლოთ, დაჭერით, ან გახეხეთ სახეხზე, ჩაყარეთ შუშის ქილაში, გადაავსეთ ზეთით. გააჩერეთ ბნელ და მყუდრო ადგილას. 10 დღის შემდეგ გადაწურეთ. შეინახეთ მაცივარში ცალ–ცალკეც შეგიძლიათ მოამზადოთ, ლიმონით, ან ფორთოხლით.