კვერცხი, შაქარი, მწიკვი მარილი, 1ს.კ.ლიმონის წვენი ათქვიფეთ გათეთრებამდე. დაამატეთ 200 გრ. ხაჭო და 50 მლ.რძე ერთად დაბლენდერებული ან საცერში გატარებული. აქვე დაამატეთ 100 გრ. გამდნარი კარაქი, ვანილი, ჩ.კ. წვერზე დაამატეთ მუსკატის კაკალი, მიხაკი, ჯანჯაფილი, დარიჩინი, მიხაკი. შეგიძლიათ არც დაამატოთ. ასევე დაამატეთ 350 გრ. ფქვილი, რომელშიც აურევთ 1 ჩ.კ.სოდას, აქვე ცომს დაუმატეთ 100 გრ.ქიშმიში, წინასწარ მოაყარეთ 1ს.კ.ფქვილი ან სახამებელი, რომ ქიშმიში თანაბრად განაწილდეს პასკაში. აურიეთ ყველაფერი კარგად და მოზილაეთ ცომი. გადაანაწილეთ პასკის ფორმებში. გამოაცხვეთ 160 გრადუსზე, 40 წუთით. ყველა ღუმელი განსხვავებულია, ამიტომ მზაობა გასინჯეთ ხის ჩხირით.