ჟელატინი დაალბეთ 120 მლ წყალში, ცალკე მოამზადეთ სიროფი. შაქარი და წყალი მოათავსეთ სქელძირიან ქვაბში, ნელ ცეცხლზე. არ მოურიოთ, დუღილს რომ დაიწყებს და ტემპერატურა 112 ° –ზე იქნება, მაშინ მზადაა, ან ჯამით დაიდგით წყალი, ჩააწვეთეთ რამოდენიმე წვეთი, თუ დაკრისტალდა – მზადაა. აფუებულ ჟელატინს ეტაპობრივად ეტაპობრივად დაუმატეთ ცხელი სიროფი, ვანილი და თან ათქვიფეთ მიქსერით. როდესაც მასა გამყარდება – მზადაა. შეგიძლიათ დაუმატოთ ფერები და ამოავლოთ პასკები მინანქარში, ამოვლების დროს თუ გაგიმყარდათ, შეგიძლიათ ორთქლის აბაზანაზე შეათბოთ.