კარგად გაწმინდეთ და გარეცხეთ სკუმბრია, დაალაგეთ საწურზე რამოდენიმე წუთით, რომ ზედმეტი წყლისგან დაიწუროს. დასერეთ სასურველი ზომის ნაჭრებად, გადაიტანეთ თასში, წაუსვით მარილი, მოაყარეთ დასრესილი დაფნის ფოთოლი და მოაწურეთ ცოტა ლიმონის წვენი. დადგით ცივ ადგილას, 1- 2 საათის განმავლობაში. დამარინადებული თევზი გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე, თითოეულ თევზში მოათავსეთ შიგთავსი: ნახევარ რგოლებად დაჭრილი ხახვი, წვრილად დაჭრილი ნიორი, თითო ღერი ოხრახუში და ცერეცო. დასერილ ჭრილებში თანმიმდევრობით ჩადეთ რგოლებად დაჭრილი ლიმონი და პომიდორი, როგორც ფოტოზეა. თევზმა ცხობის დროს რომ არ დაიკროს, ჩააწყვეთ კარტოფილის ან ხახვის ბალიშზე. კარტიფილი დაჭერით გრძლად, საშუალო სისქეზე და თევზს დაუდეთ ქვემოდან, ზემოდან დააფარეთ ფოლგა და შედგით გახურებულ ღუმელში, გამოაცხვეთ 200°-ზე. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ ახადეთ ფოლგა და გააგრძელეთ ცხობა რომ ზემოდან შეწითლდეს. არის ძალიან გემრიელი და წვნიანი.