გააცალეთ კანი ქათამს, თუ სოფლის ქათამია, მაშინ შეგიძლიათ დატოვოთ. დაჭერით წვრილად და წამოადუღეთ, დუღილის დროს მოქაფეთ. ცალკე ქვაბში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, გახეხილი სტაფილო და კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი. კარაქთან ერთდ მოშუშეთ, 3 წუთის განმავლობაში და დაუმატეთ ქათამი, წყალი გადაღვარეთ. 5 წუთის განმავლობაში, ერთად მოშუშეთ პომიდორის წვენი, 500 გრ ადუღებული წყალი. როდესაც კარგად მოიხარშება, დაამატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილები, მარილი, პილპილი, აადუღეთ 2 წუთით და გამორთეთ. გემრიელად მიირთვით.