პირველ რიგში, ქიშმიში და ცუკატები გარეცხეთ, დაასხით ადუღებული წყალი და დააყოვნეთ 10-15 წუთით. გადაუწურეთ წყალი და გაფინეთ სამზარეულოს ხელსახოცზე, გასაშრობად. ცალკე თასში მოათავსეთ ხაჭო, კვერცხი, კარაქი, ლიმონის ცედრა, შაქარი და ვანილი. ეს ყველაფერი ათქვიფეთ ხელის ბლენდერით, ან მიქსერით, ერთგვაროვან მასამდე. ცალკე გაცერით 200-230 გრ ფქვილი, დაამატეთ გამაფხვიერებელი, აურიეთ კარგად და შეურიეთ ხაჭოიან მასას. მოზილეთ რბილი ცომი, დაასვენეთ 15 - 20 წუთით. დაფაზე მოაყარეთ ფქვილი, გადაიტანეთ ცომი 30×40 სმ სიგრძეზე, წაუსვით ფუნჯით ცოტა ზეთი, მოაყარეთ მშრალი ჩირეული,(ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ მოხალული ნიგოზი ან თხილი), გადაახვიეთ, გაჭერით, გააკეთეთ წნული, მიეცით ფორმა და მოათავსეთ საცხობ ფორმაზე. გამოაცხვეთ 170-180°–ზე, 60-70 წუთით. საჭიროების შემთხვევაში, ზემოდან დააფარეთ ფოლგა, რომ ძალიან არ დაიბრაწოს.