შაქარი გაყავით შუაზე და ნახევარი ათქვიფეთ კვერცხის გულებთან, ნახევარი ცილასთან ერთად – ცალცალკე ითქვიფება ცილა და გული. როდესაც გულს კარგად ათქვეფთ, დაამატეთ წყალი. ცალკე ამოიყვანეთ ცილა. შემდეგ გადაურიეთ ფრთხილად ერთმანეთში და დაუმატეთ მშრალი ინგრედიენტები. გაოაცხვეთ 22 სმ დიამეტრიან ფორმაში, 170გრადუსზე. ისევე როგორც ტორტის ბისკვიტი, დრო დაახლოებით 35 წუთიდან 1 საათამდე დაგჭირდებათ. კრემის მომზადება: ყველაფერი გახსენით კარგად და სქელძირიან ქვაბში მიიყვანეთ ადუღებამდე, დიდხანს არ უნდა იდუღოს, ცხელშივე ჩააგდეთ კარაქი და უკვე გაციებული დაამიქსერეთ. ბისკვიტი გაჭერით ორად და დანამეთ ორივე მხარე კარგად. წაუსვით კრემი. ზემოდან გამოყენებულია რძიანი შოკოლადისა და ნაღების ნარევი. დაელოდეთ კარგად გაგრილებას, გემრიელად მიირთვით.