კარტოფილი მოხარშეთ. ცხელივე დასერეთ მშრალად. დაუსხით თავისი ნახარში 1 ჭიქა და დაამატეთ მარილი, ცოტა შავი პილპილი, შეგიძლიათ მწვანილიც. დაამატეთ ფქვილი, რომელშიც აურევთ ნახევარ ჩაის კოვზ გამაფხვიერებელს ან სოდას. ცომი უნდა იყოს რბილი. ამოაგუნდავეთ. გუნდები ფქვილში ამოავლეთ. მიეცით ღვეზელების მოგრძო ფორმა და შეწვით ბლომად ზეთში. სულ ეს არის, გამოდის უგემრიელესი.