გარეცხეთ სატაცური და პარალელურად დაკეპეთ ნიორი წვრილად. გააცხელეთ ტაფა, ცხიმად გამოიყენეთ კარაქი. გაცხელებულ ტაფაზე დაყარეთ სატაცური და თან აბრუნეთ მუდმივად. ნახევარი წუთის შემდეგ მოაყარეთ მარილი. თან განაგრძეთ გადაბრუნება, რომ არ დაიწვას. კიდევ ნახევარი წუთიც და დაკეპილი ნიორიც დაამატეთ. სატაცური დაბრაწვისას ხასხასა მწვანე ფერს იღებს და დაახლოებით 4 წუთში მზადაა. დიდხანს არ უნდა შეწვათ, თორემ ჩაფლავდება. სიხრაშუნე და მწვანე ფერი უნდა შეუნარჩუნდეს.