თბილ რძეში გახსენით სახამებელი და შაქარი, მიიყვანეთ ადუღებამდე, (არუნდა ადუღდეს), გადაიტანეთ თასში, დააფარეთ პარკი და გააცივეთ. ცალკე დააბლენდერეთ მარწყვი, დაუმატეთ იოგურტი და ეტაპობრივად ცივი ფაფა. გადაანაწილეთ ჭიქებში, მაცივარში მოათავსეთ რამოდენიმე საათით. საოცრად გემრიელი კრემ–დესერტი გამოდის.