ფქვილში აურიეთ გამაფხვიერებელი, მწიკვი მარილი, ვანილი და შაქარი. შემდეგ დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები, კერძოდ კი 100 მლ.წყალი, თაფლი ან ღია ფერის მურაბა, ზეთი და მოზილეთ ცომი. ცომი უნდა გამოვიდეს რბილი. გაყავით შუაზე, ერთ ნაწილს დაამატეთ 2ს.კ. კაკაო. ორივე ფერის ცომისგან პატარა ბურთები გააკეთეთ. ერთი ორცხობილისთვის დაგჭირდებათ 2 თეთრი და 2 მუქი ბურთულა. 4 ბურთულა დადეთ ჭადრაკისებურად, კარგად მიაწებეთ და ოდნავ დატკეპნეთ. ცხვება წინასწარ გახურებულ ღუმელში, 180 გრადუსზე, 15 წუთში.