სამი ბანანი დაჭერით ისე, როგორც სურათზეა და საყინულეში გაყინეთ. ბანანის გაყინვა აუცილებელია, სხვა შემთხვევაში ნაყინს ვერ მიიღებთ. შემდეგ ჩაყარეთ ბლენდერში, ჩააყარეთ ერთი პატარა შეკვრა კაკაო. სასურველია მუქი არ იყოს, მუქ კაკაოს მეტი სიმწარე აქვს. ეს ორი იგრენდიენტი დააბლენდერეთ. იმის გამო რომ ბანანი გაყინულია, დაქუცმაცდება და გვერდებზე აეკრობა ბლენდერს. დანით ფრთხილად ჩაფხიკეთ და კვლავ დააბლენდერეთ. მიიღებთ ტკბილ, ფაფუკ, უგემრიელეს და ცივ ნაყინს. შეგიძლიათ რამოდენიმე მარწყვიც ჩააყოლოთ.