ორცხობილა დაფქვით ჩოფერში წმინდად, დაასხით გამდნარი მარგარინი და კარგად ჩატკეპნეთ ფორმაში, შედგით მაცივარში სანამ კარგად არ გაცივდა. ცალკე ჭურჭელში ათქვიფეთ (ხელის ბლენდერით) ხაჭო, არაჟანი და კვერცხი. დაუმატეთ ვანილი და დაასხით ამ ორცხობილებს. შედგით გახურებულ ღუმელში, ორივე წვაზე, 1 საათით. რომ გაცივდა მთელი ღამე მოათავსეთ მაცივარში და ისე დაჭერით.