პირველ რიგში, მოამზადეთ ხაში: თბილ რძეს დაუმატეთ საფუარი, ფქვილი და შაქარი, შეფუთეთ და დადეთ თბილ ადგილას. ცალკე თასში ათქვიფეთ შაქარი და კვერცხი, დაუმატეთ ფორთოხლის წვენი და ცედრა, გამორთეთ მიქსერი. ჩააცერით ფქვილის ნახევარი, დაუმატეთ ხაში და ისევ დაამატეთ დარჩენილი ფქვილი. ეტაპობრივად აკონტროლეთ, შეიძლება მეტი დაგჭირდეთ. მასა უნდა იყოს ელასტიური, ბოლოს კი გამდნარი კარაქი დაამატეთ. შეფუთეთ და დადეთ თბილ ადგილას, 1 საათით. მოცემული დროის გასვლის შემდეგ, მასა გაყავით 2 ნაწილად, გააბრტყელეთ მასის ერთი ნაწილი თხელ ფენად. გადაანაწილეთ მარგარინი (60 გრ), მოაყარეთ ქიშმიშის ნახევარი და გადაახვიეთ რულეტივით, მასა გადადეთ ცალკე. გააბრტყელეთ მეორე ნაწილი, ისევ წაუსვით მარგარინი და გადაანაწილეთ ქიშმიში, დაადეთ გადახვეული მასის ნაწილი კიდეზე და ერთად გადაახვიეთ. ბოლოს გადაიტანეთ საცხობ ფორმაში, დადეთ თბილ ადგილას, როდესაც ამოფუვდება გამოაცხვეთ. უგემრიელესი გამოდის. გემრიელად მიირთვით.