პირველ რიგში მოვამზადოთ სიროფი, რომელშიც უნდა დავაკარამელიზიროთ ნიგოზი, ნუში და მანგო. დაგვჭირდება: წყალი-500გრ შაქარი-500გრ წამოვადუღოთ კარგად და დავამატოთ ნუში, ნიგოზი და მანგო. 10 წუთის შემდეგ ამოვიღოთ მოცემული ინგრედიენტები ქვაბიდან, ხოლო სიროფი დავტოვოთ გაზზე დაბალ ცეცხლზე,10 წუთის შემდეგ დავაბრუნოთ ნიგოზი და ნუში (მანგო უკვე მზადაა, მეტჯერ ჩაბრუნება აღარ სჭირდება) და დავაყოვნოთ სიროფში 20 წუთის განმავლობაში. 20 წუთის შემდეგ ამოვიღოთ სიროფიდან და დავასვენოთ 10 წუთით (სიროფიც შეგვიძლია გადმოვდგათ გაზიდან). 10 წუთის შემდეგ კი უნდა შეწვათ ფრიტურში, სანამ ოქროსფერი არ გახდება. კრემსუპი: ფორთოხლის, ლაიმისა და ლიმონის წვენს გადავურიოთ ზეითუნის ზეთი, ნეკერჩხლის სიროფი, დიჟონის მდოგვი, კარამელიზირებული მანგო, ყაბაყი, კასონადი და რუკოლა და დავაბლენდეროთ. ჩვენი კრემსუპი მზადაა. გაფორმებისას გაოვიყენოთ კარამელიზირებული ნუში და ნიგოზი.