მაღალპროცენტიანი ხაჭო გაცერით საცერზე, დაუმატეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი. გამოიყენეთ ბლენდერი, ან მიქსერი. შემდეგ არაჟანი დაუმატეთ, ასევე შესქელებული რძე და ვანილი, ბოლოს ცუკატები. აიღოთ ფორმა, ცალკე მარლა, ამოავლეთ თბილ წყალში, ჩაუფინეთ ფორმას მარლა, გადაიტანეთ ხაჭოს მასა, ზემოდან სიმძიმე დაადევით, 24 საათი მაცივარში დატოვეთ, საოცრად გემრიელია.