კვერცხის ცილა და შაქრის პუდრი მოათავსეთ ჯამში და ხელის სათქვეფით გათქვიფეთ, 3 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადაიტანეთ ორთქლის აბაზანაზე. ქვაბში იმ რაოდენობის წყალი ჩაასხით, რომ ჯამს არ ეხებოდეს. ურიეთ განუწყვეტლივ, ჩანგალი ან ხელის სათქვეფი გამოიყენეთ, შაქარი უნდა გადნეს ბოლომდე. როდესაც შაქარი გადნება, გადმოდგით ორთქლის აბაზანიდან და ათქვიფეთ მიქსერით, დაუმატეთ ლიმონმჟავა. თქვიფეთ დაახლოებით 10 -15 წუთის განმავლობაში, ბოლოს დაუმატეთ ვანილი. გადაიტანეთ საკონდიტრო პარკში და დასვით სასურველი ფორმები, ქაღალდი დაუფინეთ და ცოტა ფქვილი მოაყარეთ ფორმას. გამოაცხვეთ 70-100°-ზე , კარი ოდნავ შეაღეთ, ცხობის დრო - 3 საათი. გამოყენებულია საკონდიტრო გელ-საღებავი. საკონდიტრო ტომარაში ხის ჩხირით გადაანაწილეთ რამოდენიმე წვეთი, და მიიღებთ ისეთს, როგორც ფოტოზეა. უგემრიელესია.