სუნელები 12 საათით ადრე მოათავსეთ რომში, რათა უფრო ინტესიური არომატები შეიძნოს. თბილ რძეს და ნაღებს დავუმატოთ 1 ს.კ. შაქარი და 3 ს.კ. საფუარი. გავხსნათ კარგად და დავუმატოთ ფქვილი, რომ მივიღოთ მსუბუქი არაჟნის კონსისტენცია დაახლოებით, შემდეგ გადავდოთ და დავაცადოთ დაახლოებით 15 წუთი. ცომის მომზადება: ავთქვიფოთ მთლიანი კვერცხი შაქართან ერთად და კარგად ამოვიყვანოთ. კვერცხის მასას დავუმატოთ გამდნარ- გაგრილებული კარაქი, ვანილი, არაჟანი და ამ მასაში დავამატოთ კარგად ამოსული საფუვრიანი მასა. კარგად ამოვურიოთ და ბოლოს დავამატოთ ფქვილი (სასურველია ჩავაცრათ 600 გრ), ეს იქნება თხელი მასა რომელიც ხელზე უნდა ეკრობოდეს. სასურველია გავაჩეროთ 1 საათით, რომ კარგად აფუვდეს. ოთახში აუცილებლად უნდა თბილოდეს ან დასაჩქარებლად შეგიძლიათ ღუმელი დააყენოთ 30 გრადუსზე და შედგათ შიგნით. ჩირეული და ცუკატები რომელთა გამოყენებაც გინდათ, სასურველია ფქვილში ამოავლოთ, რათა შემდეგ ფორმაში გადატანისა და ცხობისას სულ ძირში არ აღმოჩნდნენ. ცომი: 1 საათის შემდეგ მიღებულ ცომს ნელ-ნელა დავუმატოთ დანარჩენი ფქვილი. ცომი უნდა იყოს არც თხელი და არც ძალიან სქელი, არამედ - რბილი, ოდნავ გვეწებებოდეს კიდეც. ბოლოს დავუმატოთ ზეთი, შევფუთოთ, გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე 4 საათით, სანამ კაარგად არ ამოვა, შემდეგ კი უნდა ჩავზილოთ. რაც უფრო მეტჯერ ჩავზელთ, პასკა უფრო მძიმე გამოვა, ბოლოს დავამატოთ ჩირეული და დამბალი სუნელები , ფორთოხლის და ლიმონის ცედრა, მივცეთ მრგვალი ფორმები, ჩავდოთ საცხობ ფორმაში და დავაცადოთ დაახლოებით კიდევ 1,5 საათი, რომ ფორმაშივე ამოვიდეს. წაუსვით ცოტა რძეში გახსნილი კვერცხის გული, ღუმელი გააცხელეთ 160 გრადუსზე და დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში აცხვეთ პასკები, თუ ისინი 500 გრამიან გუნდებად გაქვთ დაყოფილი), ხოლო 1 კგ-იანებს 1 საათი დასჭირდება.