პირველ რიგში, თუჯის ტაფაზე შებრაწეთ ქათამი. იმავე ცხიმში მოშუშეთ ალყა-ალყად დაჭრილი ხახვი. მოშუშეთ იქამდე, სანამ არ გამუქდება, შემდეგ დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი, უცხო სუნელი, ქინძი, ყვითელი ყვავილი, წიწაკა გემოვნებით, მოურიეთ კარგად და დაამატეთ ბროწეულის გამოწურული წვენი, ასევე ჩააყარეთ ცოტა გარჩეული ბროწეულიც, მარილი გემოვნებით. როდესაც კარგად ათუხთუხდება, ჩაალაგეთ დაჭრილი ქათამი და მოასხით ფორთოხლის წვენი, მეტი პიკანტურობისთვის. თეფშზე მოაყარეთ გემოვნებით ქინძი. რაც შეეხება ღომის ჩხირებს, გამოყენებულია წინა დღეს მომზადებული ღომი, დაჭრილი სასურველ ნაჭრებად, ამოვლებული არაჟანში და კვერცხის გულში შებრაწული.