ჩაქაფული ჭრით საშუალო ნაჭრებად ხორცს, შემდეგ - მწვანილს (ამ შემთხვევაში არ გვჭირდება იდეალურად დაჭრილი, რადგან ჩაქაფულის მომზადებისას ვიყენებთ მხოლოდ წვენს და ხორცს) . ვყრით პირველ ფენას მწვანილს შემდეგ - ხორცს და შემდეგ - ისევ მწვანილს ვამატებთ მწვანე წიწაკას, ტყემალს, ვაყრით მარილს, ვასხამთ ღვინოს და ვდგამთ გაზზე სწრაფი მხარშავი ქვაბით . ხორცი როდესაც მომზადდება ჩაქაფული, ვიღებთ ცალკე ხორცს და ვძენძავთ (შეგვიძლია ცოტა ჩაქაფულის გადაწურული წვენი დავამატოთ დაძენძილ ხორცს). მთავარი სოუსი ჩაქაფულის მწვანილებს მაგრად ვწურავთ, შემდეგ წვენს საცერში ვატარებთ, რამე რომ არ გადაყვეს. ვაციებთ და ვასქელებთ ოდნავ სანტანით (შემასქელებელი ფხვნილი). დაბლენდერებული მწვანილების ნაზავი (ქართული პესტო) ვყრით ყველა ინგრედიენტს ერთად (ვიყენებთ მხოლოდ მწვანილების ფოთლებს და არა ღეროებს ქინძის, ტარხუნის და წიწმატის შემთხვევაში) ბლენდერში და ვაბლენდერებთ, სანამ არ მივიღებთ იდეალურ სქელ მასას. ახალი კარტოფილის გარნირი ვხარშავთ ახალ კარტოფილს 15 წუთით, შემდეგ ვამშრალებთ, ოდნავ ვჭყლეტთ, რათა გასკდნენ და ვყრით გაცხელებულ ზეთიან ქვაბში. ვაკონტროლებთ, რომ არ დაგვეწვას და 5-7 წუთში კარტოფილი რომ გახდება ოქროსფერი, ვიღებთ, ვყრით ჯამში რომელშიც ჩაფენილია ქაღალდის ხელსახოცები, ვაყრით მარილსა და პილპილს, ვაფარებთ მეორე ჯამს და კარგად შევანჯღრევთ, რათა კარგად გადანაწილდეს მარილი და პილპილი. კარტოფილის გარნირის სოუსი ყველა ინგრედიენტს ვათავსებთ ბლენდერში და კარგად ვაბლენდერებთ, სანამ ერთი მასა არ გახდება. შემდეგ ვაჩერებთ 15 წუთით, რომ გემოები გაუჯდეს. გადავწურავთ მარლით ისე, რომ არ გაყვეს ზედმეტი არაფერი. კერძის თეფში, ანუ ლავაში ურევთ ერთმანეთში ფქვილს, ვამატებთ მარილს და ზეთს, ვაგრძელებთ მორევას, შემდეგ ვამატებთ ნელ-ნელა 150 მლ წყალში გახსნილ შაქარს და ვიწყებთ ხელით გადაზელვას. როდესაც მივიღებთ ერთიან მასას, ვასვენებთ 20 წუთით. დასვენებულ ცომს ვჭრით რვა თანაბარ ნაჭრად, ვაბრტყელებთ მრგვალად და ვაცხობთ ცხელ ტაფაზე, თითო მხარეს 3 წუთით. კერძის აწყობა პურზე ვუსვამთ ქართული მწვანილების პესტოს, შემდეგ ვალაგებთ დაძენძილ ხორცს და რამდენიმე დაბრაწულ კარტოფილს ფრაგმენტებად, რომელსაც ვასხათთ გემოვნებით ჩაქაფულის სოუსს (მე გირჩევთ, არ დაგენანოთ და ბევრი დასხათ) გარნირი დაბრაწული ახალი კარტოფილი, რომელსაც ვასხამთ დაწურული მაწვნისა და გუდის სოუსს. გემრიელად მიირთვით!