დარჩეული აკაცის ყვავილი მოათავსეთ მინის ჭურჭელში, დააყარეთ შაქარი, დადგით 10 დღის განმავლობაში. დროდადრო ხის კოვზით მოურიეთ, ათი დღის შემდეგ დაასხით ოჯახის ჭაჭა, 75 გრადუსიანი. მოურიეთ კარგად, დადგით გრილ ადგილას, ზოგჯერ შეანჯღრიეთ ქილა, რათა მასა გაერთიანდეს. ასეთ მდგომარეობაში შეგიძლიათ დატოვოთ რამდენი ხანიც გინდათ. გამოყენდბის დროს გადაწურეთ, მიიღებთ ძალიან გემრიელ ლიქიორს. მოამზადეთ, არ ინანებთ.