ამოიყვანეთ ცილა, დაამატეთ შაქარი, კვერცხის გული, ვანილი, ფიშტა და ნელა მოურიეთ ფქვილთან ერთად. გამოაცხვეთ 160-170 გრადუსზე, დაახლოებით 40 წუთით, ან მეტი დროით, გააჩნია ღუმელს. ნაღები და პუდრა ამოიყვანეთ და დაამატეთ კრემყველი. ფიშტას შიგთავსისთვის: 200 გრამი წვრილად დაფშვნილი ფიშტა და 1 ქილა შედედებული რძე გადაურიეთ ერთმანეთში. ბისკვიტი გაყავით სამ ნაწილად. ამ შემთხვევაში გამოყენებულია 4 ფენა. პირველ ფენას საკონდიტრო პარკით გადაუსვით თხლად კრემი. დანარჩენი ნაწილი ამოავსეთ ფიშტას შიგთავსით. გარედან, დეკორისთვის, შეფერილობითვის კრემს დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ფიშტას პასტა. უგემრიელესი ტორტია, უცხო და რაც მთავარია, არ არის ძალიან ტკბილი.