ორცხობილა დაფხვენით, დაამატეთ გამდნარი კარაქი, კარგად აურიეთ და გადაანაწილეთ ფორმის ძირზე, შედგით მაცივარში, სანამ ჩიზქეიქის კრემს გააკეთებთ. 30 გრ ჟელატინს დაასხით 100 გრ თბილი წყალი და გააჩერეთ, სანამ კრემს მოამზადებთ. ცივ ნაღებს დაამატეთ კრემყველი, პუდრა, ვანილი და ამოიყვანეთ გამყარებამდე. დაამატეთ 600 გრ კუბიკებად დაჭრილი მარწყვი, შეათბეთ ჟელატინი, დაამატეთ კრემს და კარგად გადაურიეთ. გადმოიღეთ ფორმა მაცივრიდან, გვერდებზე შემოულაგეთ შუაზე გაჭრილი მარწყვი და კრემიანი მთლიანი მასა. გადაანაწილეთ ფორმაში. შედგით მაცივარში. 3–4 საათი უნდა რომ მასა გამყარდეს. ცალკე 100გრ თბილ წყალს დაამატეთ 3 კოვზი შაქარი და ორი კოვზი ჟელატინი. კარგად აურიეთ, როდესაც გამყარდება მასა, შეათბეთ, სათითოდ ამოავლეთ მარწყვი და შემოულაგეთ გარშემო უგემრიელეს ჩიზქეიქს.